ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან 1 საათში დაიწერა

ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც 8 ოქტომბრის არჩევნები ხმაურით წარიმართა, დღეს პირველი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან 1 საათში დაიწერა.

საჩივარი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწერა. მაია ბლადაძეს დამკვირვებლების შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებლებს შეზღუდვებს უწესებს უბანზე გადაადგილებასა და განთავსებაში და არასწორ მითითებებს იძლევა.

გარდა ამისა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პროცედურული სახის დარღვევა კერძოდ, საკონტროლო ფურცელი საარჩევნო ყუთში ისე ჩააგდეს, რომ მას პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა არ ჰქონდა.

მთლიანობაში ამ ეტაპზე სულ 5 საჩივარი დაიწერა და არჩევნები აჭარაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : დავით უსუფაშვილის “რესპუბლიკური პარტიიდან” წასვლაზე განსაკუთრებული კომენტარი არ მაქვს
შემდეგი სტატია“საიას” ინფორმაციით, ფიქსირდება ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა