ბათუმის „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული რვა ადამიანი მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული მედდა, რომელიც ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება, თავს კარგად გრძნობს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას აღენიშნება უმნიშვნელო ტემპერატურის მატება.

კლინიკის მენეჯერი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ „მედალფაში“ სულ კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი მკურნალობს. ერთი, 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა მას სასიცოცხლო ფუნქციები აღენიშნება. საშუალო სიმძიმისაა ერთი პაციენტის მდგომარეობა, ექვსი კი თავს კარგად გრძნობს.

აჭარაში კარანტინში რჩება 2 000 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა
შემდეგი სტატიათიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა