ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ახალი მოწვევის დეპუტატებს პოლიციამ შესვლის საშუალება არ მისცა.

ამ წუთებში სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა გრძელდება.

“ძალის გამოყენებით გამომიყვანეს საკრებულოს სხდომიდან, ზუსტად ერთ წუთში დაუმტკიცებიათ როგორც მითხრეს უკვე ბიუჯეტი. ეს საბჭოთა კავშირიც აღარ არის, არ ვიცი სად ვცხოვრობთ საერთოდ”, – თქვა ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, უმაღლესი საბჭოს წინ დაპირისპირებისას, 2 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატია“პოლიციამ თითი მომატეხა, საღოლ ძმებო” – ანა წითლიძე