ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩვილის გარდაცვალების მიზეზი მენინგოკოქცემია გახდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 4 თვის ბავშვი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანიარისიდან გადაიყვანეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მას სამედიცინო ცენტრში ყველა საჭირო დახმარება დროულად აღმოუჩინეს, ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
http://pia.ge/show_news.php?id=58784&lang=geo