შსს-ს თანამშრომლებმა ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის ბავშვებს სურვილები აუსრულეს

შს მინისტრის მოადგილე, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბერი ანდრიას სახელობის, სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლის ბენეფიციარებს ეწვია.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად მობილური ტელეფონები, პლანშეტები, სათამაშოები და სპორტული ინვენტარი მიუტანეს.

შსს-ს ინფორმაციით, საჩუქრები იმ წერილების მიხედვით იყო შერჩეული, რომლებშიც ბავშვებმა საკუთარი სურვილები დაწერეს და ცოტა ხნის წინ მათთან სტუმრად მყოფ შსს-ს წარმომადგენლებს გადასცეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი მომავალშიც ითანამშრომლებს ბერია ანდრიას სახელობის ფონდთან. აღნიშნული ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უანგაროდ ეხმარება და მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშიინტენსიურმა თოვამ რეგიონებში გადაადგილება შეზღუდა
შემდეგი სტატიაბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა