თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1-ლი, მე-3 და 29-ე მუხლების დარღვევაში, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ამჟამად, ე.ნ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.