ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებულები მძიმე დაზიანებებით ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი – ჩვენ დავიცავთ მთავარ პრინციპს – მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა მარტვილში იუსტიციის სახლი გახსნა