ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.

მიუნხენში ტრიუმფის წყალობით, ბასილაშვილი ახალ რეიტინგში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება, ოთხ პოზიციას მოიგებს და 31-ე ნომერი გახდება, რაც საშუალებას მისცემს, როლან გაროსზე განთესილებს შორის მოხვდეს.

ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი მადრიდის მასტერსი იქნება, რომელიც 2 მაისს დაიწყო. იქ პირველ წრეში ქართველი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 35-ე ნომერია.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე – პანდემიის გამო შეჩერებული გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ არ შეგვიჩერებია ქვეყნის წინსვლა და განვითარება
შემდეგი სტატიაზუგდიდში კაცი ელექტროანძაზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება, ქალაქის ნაწილს დენი შეუწყდა