„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – სრული სიცრუეა შსს-ს განცხადება, თითქოს კლუბში სამართალდამცავები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ

კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმია.
მისივე შეფასებით, ღამის კლუბში შესვლა “იმ წნეხის და კამპანიის გაგრძელებაა, რაც „ბასიანის“ წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს”.
„სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ და ამოწმებენ დოკუმენტაციას”- განაცხადა ტატო გეთიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი კონსულტაციებს აგრძელებს
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას” რაც შეეძლო, გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს სხვას, ან მათივე მონაწილეობით კოალიციურ მთავრობას