‘ბარსელონაში დაკავებულებს საქართველოში სავარაუდოდ 25 აპრილს გამოამგზავრებენ” – საგარეო უწყება სპეცოპერაციისას დაკავებულებზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ბარსელონაში, სპეცოპერაციისას დააკავებული ქართველების ბრალდებას უარყოფს.

მისი თქმით, ისინი 25 აპრილს გამოამგზავრებენ.

“კონსულს კონტროლზე აქვს აღნიშნული პირების მდგომარეობა. იგეგმება მათ გამომგზავრება სავარაუდოდ 25 აპრილს საქართველოში. ასეთი ტიპის სადეპორტო დაწესებულებები ევროპულ ქვეყნებში არის შესაბამისი სტანდარტების, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის დაშვებული. ზუსტად იგივე პირობებია ყველა მოქალაქისთვის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებზე. ანუ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სადეპორტო განყოფილებაში იმყოფება, თანაბარი პირობებით სარგებლობს” – აღნიშნა კონსტანტინიდმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიას პარლამენტში მოსმენა დღეს იგეგმება
შემდეგი სტატიადავით ბაგრატიონ-მუხრანელი განცხადებას ავრცელებს