დავით ბაგრატიონ-მუხრანელი განცხადებას ავრცელებს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელით განცხადება, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს სამეფო სახლის გვერდზე გავრცელდა.

„მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში.

მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი.

ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში‘ბარსელონაში დაკავებულებს საქართველოში სავარაუდოდ 25 აპრილს გამოამგზავრებენ” – საგარეო უწყება სპეცოპერაციისას დაკავებულებზე
შემდეგი სტატიადეპუტატ ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ – საკრებულოში ხმაურია მოსალოდნელი