ბარაკ ობამამ აშშ-ში იარაღის ლობისტები ტყუილში დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო დებატებისას მსროლელთა ეროვნული ასოციაცია (НСА) გააკრიტიკა – ასოციაცია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლობია იარაღის გაყიდვებში.
ობამამ განაცხადა, რომ “კონსპიროლოგია”, რომელსაც ასოციაცია ავრცელებს, მთავრობას ხელს უშლის იარაღის ძალადობასთან ბრძოლაში. მისი თქმით, НСА
ფედერალურ მთავრობას და პრეზიდენტს ბრალს სდებს თითქოსდა, მთელი იარაღის ამოღება უნდათ ქვეყანაში, რაც მათი თქმით, აშშ-ში სამხედრო რეჟიმის დამყარების ტოლფასია.

ობამამ განმარტა, რომ მხარს უჭერს იარაღის ქონის კონსტიტუციურ უფლებას, თუმცა, მისი გავრცელება უნდა შეიზღუდოს ქვეყანაში ძალადობის შესამცირებლად. პრეზიდენტის თქმით, ასოციაციის წევრებს მასთან დიალოგზე წასვლა არ უნდათ იმის მიუხედავად, რომ მათ პრეზიდენტისგან არა ერთხელ მიიღეს ამაზე შეთავაზება.
დებატები, რომელიც სიენენმა მოაწყო, ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში გაიმართა. დებატებში НСА არ მონაწილეობდა. ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსგავს დავას აზრი არა აქვს და მას თეთრი სახლის პიარ-კომპანია უწოდეს.

ბარაკ ობამას აშშ-ში იარაღით ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ კანონის მიღება მას შემდეგ სურს, რაც ის ქვეყნის სათავეებშია. მის ინიციატივას კონგრესი, რომლის დეპუტატთა უმეტესობა რესპუბლიკელები არიან, მხარს არ უჭერს.

მიმდინარე კვირაში ბარაკ ობამამ ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც იარაღის გაყიდვის პროცესს გაამკაცრებს – ეს საკითხი კონგრესის თანხმობას არ საჭიროებს

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ
შემდეგი სტატიაიაპონიის სამგზავრო გემი ვეშაპს დაეჯახა