ბაქრაძე: პრობლემაა, როცა სააკაშვილი ვასაძის და “მარშის” არგუმენტებით აკრიტიკებს ვინმეს

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 14:35

ბაქრაძე: პრობლემაა, როცა სააკაშვილი ვასაძის და “მარშის” არგუმენტებით აკრიტიკებს ვინმეს


სინანულით მინდა აღვნიშნო – ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დაცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც, ის 2004 წელს თავის გუნდთან ერთად იწყებდა ქვეყანაში რეფორმებს და აშენებდა დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს.

მხედველობაში მაქვს გიგა ბოკერიას წინააღმდეგ წარმოებული შეტევა. მინდა ვიყო ძალიან მკაფიო – პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის ის, როცა მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და ქართული მარშის ტერმინოლოგიის გამოყენებით და მათი არგუმენტებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის, თუნდაც გიგა ბოკერიას. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ საუბარი გვაქვს ლიდერზე, რომლის ხელმძღვანელობითაც მაშინდელი გუნდი 2004 წელს აშენებდა სულ სხვა, თანამედროვე ფასეულობებზე დამყარებულ ქართულ სახელმწიფოს.

მითუმეტეს, რომ ეს არ არის პირველი ანტიდასავლური განცხადება ბოლო პერიოდში, ასევე, უაღრესად გულდასაწყვეტი და საგანგაშო იყო მისი განცხადება ევროპული და ზოგადად დასავლური კოლონიაზმის და მათი ამოცანების შესახებ ”
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილის 29 სექტემბრის ინტერვიუს შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა მთავარ არხთან ინტერვიუში გიგა ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად გამოაცხადა და თქვა, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია.

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 14:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics