ბაქრაძე – პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი

პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, თუმცა, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს, რადგან როცა ის “ევროპული საქართველოდან” წავიდა, განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებდა.

“მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და შესაბამისად, არ ვაპირებ გაწევრიანებას არც ერთ ფრაქციაში. მექნება თანამშრომლიბა როგორც ლელისთან”, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელთან” და ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, რომელიც აქ არის, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში და ფრაქციაში გაწევრიანებას და გავაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ასევე არ აპირებს საკუთარი კანდიდატურა დააყენოს იმ თანამდებობებზე, რომლის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაკავების შესაძლებლობას შარლ მიშელის დოკუმენტი იძლევა.

“უფრო მეტიც, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ უნდა დასრულდეს პარლამენტში ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომიტეტის თავმჯდომარეების და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა და მე ასევე მივიღე გადაწყვეტიკება, რომ არ დავაყენებ საკუთარ კანდიდატურას ამ თანამდებობებზე, დავუთმობ მას ოპოზიციონერ კოლეგებს და პარლამენტში ჯერჯერობით მაინც მუშაობას გავაგრძელებ როგორც რიგითი წევრი, უპარტიო, უფრაქციო, რიგითი დამოუკიდებელი პარლამენტარი,”- განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილს პარლამენტში გელა სამხარაული შეცვლის
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – აცრის დაჯავშნის საიტზე დაფიქსირებული ხარვეზების მიზეზებს აიტი სამსახური შეისწავლის