ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მშვიდობიან და ევროპულ ხვალინდელ დღეს დაუჭერს მხარს

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ბაქრაძე ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და იბრძოლებს ბოლომდე.

“ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ჭირდება ცვლილებები, ,ჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, ჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს უკეთეს, საიმედო, ევროპულ ხვალინდელ დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში. ამიტომ მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს უკეთესი მომავლისთვის”,- განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქარაძე არ გამორიცხავს მეორე ტურის შესაძლებლობას.

“მეორე ტური, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაღალი ალბათობა არსებობს მეორე ტურის. მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის მათ შორის ეს იქნება პირველი თუ მეორე ტური”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე: ხმა მივეცი ჩვენს ევროპულ არჩევანს
შემდეგი სტატია„თითოეული პოლიციელი მზად არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“