ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ერაყში ომს აგებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომს აგებს ერაყში.

ამის შესახებ ბაიდენმა პუტინთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

„ძნელი სათქმელია, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს ერაყში. ის აგებს ომს სახლში და ის გახდა ცოტა გარიყული მთელ მსოფლიოში. და ეს არ არის მხოლოდ ნატო. ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი. ესაა იაპონია. ეს არის, მოგეხსენებათ, 40 სახელმწიფო. პუტინი, რა თქმა უნდა, რეალურად ახორციელებს სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში, სადაც აშშ და მისი მოკავშირეები შეიჭრნენ 2003 წელს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს – ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მაგ ცრუპენტელას განცხადებები
შემდეგი სტატიაბახმუტის მიმართულებით არის წინსვლა – სირსკი