(ვიდეო)ბაია გადაბაძე “მაესტროს” ჟურნალისტებს განცხადების დაწერას ურჩევს

ძმებ გაჩეჩილაძეებს “მაესტროს” შენობაში შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა ბაია გაბადაძემ მიიღო.მისი თქმით “მაესტრო” არც ერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს მაუწყებლობას. გადაბაძემ ტელევიზიის ჟურნალისტებს განცხადების დაწერა სთხოვა.

“თუ ეს უკანონო გადაწყვეტილება შესრულდა მე ჟურნალისტებს მოუწოდებ დაწერონ განცხადება და გამოვიდნენ იმ შენობაში რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვვნის, ტექნიკაც ასათიანის საკუთრებაა. ჩვენ მაუწყებლობას არ შევწყვეტთ, არსებობს მეორე გეგმა, ეს შენობა და აპარატურა შპს “მაესტროს” არ ეკუთვნის, რისი 55 % – ის მფლობელი გია გაჩეჩილაძეა”- აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

https://youtu.be/2F0kQj8PvMA

banner
წინა სტატიაში“ეს არ არის დავა მხოლოდ მოწილეებს შორის”- თაკო ფხაკაძე “მაესტროს” სკანდალზე (ვიდეო)
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4948 ლარი გახდა