“ბაღებში სანიტარული ნორმების დარღვევისა და კვების კუთხით პრობლემები არ დაფიქსირებულა”- გვანცელაძე “ენმ”-ს ხვდება

ბაღებში სანიტარული ნორმების დარღვევისა და კვების კუთხით პრობლემები არ დაფიქსირებულა- აცხადებს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ის დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდება და არსებობს თუ არა მსგავსი ვითარება ბაღებში, ამის თაობაზე ინფორმაციას ოპოზიციისგან პირადად მოისმენს.
“ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ვხვდები, 11.00 საათზე. იმედია, კონკრეტიკას მოვისმენ ამ კუთხით. თუ ასეთი ფაქტები არის დაფიქსირებული, ჩვენ აუცილებლად მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სანიტარული მდგომარეობის, არამედ ყველა იმ სერვისის მონიტორინგს, რომელიც ბაღებში გვაქვს. შესაბამისად, ვრეაგირებთ ნებისმიერ გადაცდომასა და დარღვევაზე. მსგავსი ფაქტები მასიურად არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაბა ჯიშკარიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ომში გარდაცვლილი გმირების ოჯახებით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა