ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თვითმკვლელებმა ერაყის დედაქალაქის შიიტურ კვარტალში ორი აფეთქება მოახდინეს – “ბიბისი” წერს.
აფეთქების შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიცია და ექიმები 50-მდე დაშავებულზე საუბრობენ.
როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა მეჩეთში აიფეთქა თავი, მეორემ კი მაშინ, როცა აფეთქების ადგილას სამართალდამცველები მოვიდნენ.
მსგავსი ტიპის აფეთქებები, რომელსაც “ორმაგ ხაფანგს” ეძახიან, ხშირად ხდება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ.

banner
წინა სტატიაშიიტალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა კავშირს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაგაფიცული მეშახტეების ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა