ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის 153-ე ბაღში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

თბილისში, მუხიანის N153-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, მშობელი მცირეწლოვანი შვილის ცემაში ადანაშაულებს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო და ბაღის აღმზრდელი სააგენტოში დაიბარა.

მშობლის ინფორმაციით, მცირეწლოვანს სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც, ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

„თვითონ ბავშვი მასწავლებელმა გამოიყვანა და მითხრა, ალერგია ხომ არ აქვსო. თვითონ მიჩვენა სისხლჩაქცევები სახეზე. სახლში რომ მივედი, დავეჭვდი. პატრული გამოვიძახე და პოლიციაში წავედით. ამის მერე იაშვილის კლინიკაში გადაგვიყვანეს. ბავშვმა მითხრა, მასწავლებელმა მცემაო“,- განაცხადა დაზარალებულის დედამ ოლიკო თითიაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშეპირება მივიღეთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლებენ-მამუკა მამულაშვილი იური ლუცენკოსთან საუბრის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატია„აუცილებელია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეწოდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მოკვლევა”- სერგო რატიანი ცერცვაძის საქმეზე საუბრობს