„აუცილებელია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეწოდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მოკვლევა”- სერგო რატიანი ცერცვაძის საქმეზე საუბრობს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დღეს დილიდან კვლავ მსჯელობენ დეპუტატები. ოპოზიცია ხელისუფლების მოქმედებებს აკრიტიკებს.

„ხელისუფლების ვალდებულება იყო დაეცვა საკუთარი ჯარისკაცი, ამის მაგივრად, არა მხოლოდ არ დაიცვა, არამედ გადასცა, ხელი შეუწყო, რომ მტრულ ქვეყანას გადაეცეს ჯარისკაცი,“- განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, სერგო რატიანმა.

მისი თქმით, ოპოზიცია და საზოგადება ყვლაფერს გააკეთებს, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს და სწრაფად გათავისუფლდეს.

„აუცილებელია ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეწოდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მოკვლევა, რეალურად ჩადენილია დანაშაული,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

ნაციონალურ მოძრაობასა და ფრაქცია ევროპულ საქართველოში აღნიშნავენ, რომ საზოგადოების აქტიურობა უნდა გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის 153-ე ბაღში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატია“ზრდილობა იქონიე” – ქუცნაშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა