ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კახა კუჭავას შეხვდნენ

„ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იყო „ლელოს“ ინიციატივა ხელისუფლებასა და „ლელოს“ შორის დიალოგის წარმართვის თაობაზე.

შეხვედრა, რომელიც დახურული იყო, კახა კუჭავას სამუშაო კაბინეტში შედგა.

„განცხადება გავაკეთეთ, რომ საჭიროა დიალოგი, რადგან წარსულში ვნახეთ, დაპირისპირება, საბოლოო ჯამში, სად მიდის. პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, რომ ქვეყანას თავიდან ავაცილოთ ის შესაძლო, ძალიან ცუდი სცენარი. რა კავშირშია მანდატი და ის დაპირისპირება, რაც ქვეყანაშია? საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი. საუბარია ადამიანის სიკვდილ- სიცოცხლეზე, ვის რანაირი სენტიმენტები ან ბოღმა არ უნდა ედოს გულში. დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ისეთი სიტუაციის შექმნა უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ დაემუქროს სიკვდილი. თუ ეს მოხდა, ღმერთმა დაიფაროს, ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, კონსტრუქციულის მხარდაჭერას. კონსტრუქციული კიდევ არის დიალოგი და კრიზისებში სიტუაციის მართვა. კახა კუჭავა პოზიტიურად შეხვდა და მოვლენების განვითარებას დაველოდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღიბრაძე „მწვანე პასპორტებზე“: უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენი სტატუსი მუდმივად თან ვატაროთ სმარტფონების მეშვეობით
შემდეგი სტატიასაქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები შემოვიდნენ