ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა

ბადრი ჯაფარიძე

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან, ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს მისი ძალისხმევისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ელჩ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს, რის შედეგადაც ქვეყანამ უნდა გადადგას დიდი ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან. ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა. მინდა, გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე: ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას
შემდეგი სტატიაელისაშვილი: ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის