ბაჩუკი ქარდავა: სახელმწფო ინტერესებიდან გამომდინარე პროდასავლური ძალების გაერთიანება აუცილებელიც კია

“ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შესაძლო ალიანსს არ გამორიცხავს.
ქარდავამ დღეს პროდასავლურ ძალებთან გარკვეული კონსულტაციების მიმდინარეობა დაადასტურა.

“იმ პოლარიზებული არჩევნების ფონზე, რომელიც წელსაც გველოდება, ამასთან გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ფონზე მიმაჩნია, რომ დიდი პროდასავლური ერთობის გაკეთება, სახელმწფო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელიც კია. თუ მსგავსი გაერთიანების რეალური შანსი იქნება, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ამ იდეის მომხრე ყოველთვის იყო მხარს დაუჭერს ამ წამოწყებას და მზად არის აქტიურად ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე, 2თვე რჩება სხვა და სხვა პროდასავლურ პარტიებთან დიალოგები კვლავ გრძელდება. სამწუხაროდ დრო ძალიან მცირეა დარჩენილი, თუმცა შანსი იმისა, რომ მსგავსი ერთობა შედგება ჯერ კიდევ არსებობს, იმიტომ რომ ასეთი ერთობა უნდა შედგეს”- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

პაატა ბურჭულაძეს გაერთიანება პარტიამ “ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი” ოფიციალურად უკვე შესთავაზა.

“გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, “ნიუპოსტი” ჯერ კიდევ დილით წერდა იმის შესახებ, რომ არჩევნებამდე პაატა ბურჭულაძის გარშემო პროდასავლურ ძალები შემოიკრიბებიან.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიტიკური შეთანხმება უკვე მიღწეულია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მესამე პოლიტიკურ ძალად ბურჭულაძესთან ერთად, შესაძლოა მოგვევლინონ: ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, ბაჩუკი ქარდავას “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და “ახალი მემარჯვენეები”.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის გამგებლის პოსტისთვის ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი „ოცნებელები“ შეერკინებიან
შემდეგი სტატია(+video) პრეზიდენტი დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გონიოში გაეცნო