“აზოვის” პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაცია დაზვერვის საშუალებით მიმდინარეობს- მონასტირსკი

“უკრაიმული მხარე დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეშვეობით იგებს რუსული მხარის მიერ “აზოვის” პოლკის დატყვევებული მებრძოლებისა და სამხედრო მოსამსახურეების დაკავების პირობებს”,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
„დღეს აზოვის პოლკის დატყვევებულ ჯარისკაცებთან კომუნიკაციას ახორციელებენ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათი საშუალებით ვგებულობთ ინფორმაციას დაკავების პირობებისა და კვებისა შესახებ. ყველამ ვიცით, რომ ისინი ყველა აქ, კიევში აღმოჩნდებიან და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიბორელი: „რელიგიური ლიდერები არ უნდა იყვნენ დაცული პუტინის ომის მხარდაჭერის პასუხისმგებლობისგან“
შემდეგი სტატიაევროკავშირი არ ცნობს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს