„აზოვის“ მებრძოლებმა მარიუპოლში დაახლოებით 2 500 რუსი სამხედრო გაანადგურეს – „აზოვის“ პოლკის ოფიცერი

მარიუპოლის დამცველები აგრძელებენ კოლოსალური ზარალის მიყენებას რუს დამპყრობლებისთვის. „აზოვის“ პოლკის თანახმად, 1 მაისის მდგომარეობით, მისმა მებრძოლებმა გაანადგურეს 2500-ზე მეტი მტრის ცოცხალი ძალა და შეძლეს კიდევ 5000-ის დაჭრა.

„ჩვენ, ასევე, გავანადგურეთ 60-ზე მეტი ტანკი. ეს არის მტრის დანაკარგების 10%-ზე მეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითქმის იგივე სიტუაციაა ჯავშანტრანსპორტიორებთან და საარტილერიო სისტემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა აზოვის დაზვერვის ოფიცერმა ილია სამოილენკო.

სამოილენკომ აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველებმა ეს მოახერხეს ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერის გარეშე და განმარტა, რომ იყო ისეთი დღეებიც, როდესაც რუსული თვითმფრინავების დაახლოებით ნახევარი მონაწილეობდა ქალაქზე დარტყმებში.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანმა მისივე განცხადებას, ჯერ მანიპულაცია უწოდა, შემდეგ კი მოგონილი
შემდეგი სტატიაიყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე და ჩვენ მივიღეთ ნულოვანი მხარდაჭერა, ჩვენ დავრჩით ჩვენი თავის იმედად – ჩვენმა მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი – „აზოვის“ წევრი