აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინეს

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინეს. ვირუსი ირანიდან მომავალ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა.

რუსეთის მოქალაქე ირანიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა. ის სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

ეს აზერბაიჯანში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევაა. საერთო ჯამში კორონავირუსით რუსეთის 4 მოქალაქეა დაინფიცირებული, რომელთაგან 2 რუსეთშია, ერთი აზერბაიჯანში და კიდევ ერთი საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ორი შემთხვევაა გამოვლენილი.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან,რაც დაუშვებელია
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ამ ვირუსს ახასიათებს ერთი თავისებურება – ის შეიძლება, დაიწყოს მსუბუქად, უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს