აზერბაიჯანის მხარეს არასწორი წარმოდგენა აქვს სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებაზე – გიორგი ანდრიაძე

დავით გარეჯში შექმნილი ვითარების კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ოთხმხრივი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ანდრიაძის განცხადებით, აზერბაიჯანის მხარეს არასწორი წარმოდგენა აქვს სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებასთან დაკავშირებით.

გამომდინარე აქედან, მისი თქმით, აუცილებელია კომისიის შემადგენლობაში ხელისუფლებასთან ერთად სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული.

„აზერბაიჯანის მხარეს საერთოდ ეს ტერიტორია, ისტორიული საინგილო და ასე ვთქვათ, ჰერეთის ნაწილი მიაჩნია ალბანური კულტურის ძეგლად და თვლის მის სამართალმემკვიდრედ თავს. პრობლემა აქ არის. განა მარტო იმაშია, რომ ვთქვათ , ისინი არ უშვებდნენ მომლოცველებს და ჩვენს ბერებს მონასტერში, არამედ იმაშია, რომ არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ ყველაფერზე. დიდი ხანია ეს ასე არის და ამიტომ საჭიროა ჩემი აზრით, შეიქმნას კომისია, სადაც შევლენ როგორც სახელმწიფოების აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე შევლენ რელიგიების, ანუ საქართველოს ეკლესიისა და მუსულმანთა თემის წარმომადგენლები და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი,“- განაცხადა ანდრიაძემ.

ანდრიაძე შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე კი ტელევიზიებსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი შეცდომას მიხვდა – ზურაბიშვილმა “ფეისბუქიდან” პოსტი წაშალა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ეეეჰ ბიძინა,ბიძინაააა,რა შანსი გქონდა და როგორ გაფანტე ყველაფერი ?!