პრეზიდენტი შეცდომას მიხვდა – ზურაბიშვილმა “ფეისბუქიდან” პოსტი წაშალა

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი შეცდომა – სალომე ზურაბიშვილ “ფეისბუქის” გვერდზე დადებული “პოსტი”, სადაც პრეზიდენტი აღშფოთებული იყო და წერდა, რომ “ქართველ მხატვარ ფელიქს ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებდნენ”, წაიშალა.

გვერდიდან პოსტი რამდენიმე წუთში, მას შემდეგ გაქრა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პრეზიდენტს მიუთითეს, რომ პროტესტი არასწორი იყო, რადგან გვერდი, რომელიც ნამუშევრებს აქვეყნებდა, პირდაპირ წერდა, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნოდა.

პრეზიდენტმა ერთ-ერთი “ფეისბუქ” გვერდის – “​ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული. პრეზიდენტი აღშფოთებული იყო და წერდა, რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტს თან ახლავს ანოტაცია, სადაც განმარტებულია, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიოკუპაციის გამო, ჩვენს მოქალაქეებს იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ აღდგომის დღესასწაულზე წინაპრების საფლავზე სანთელი დაანთონ
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის მხარეს არასწორი წარმოდგენა აქვს სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებაზე – გიორგი ანდრიაძე