აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად 105 დაღუპული გვყავს – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხური მხარის მსხვერპლთა რაოდენობა 105-ს შეადგენს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა. იტყობინება სომხური მედია.

ამასთან, როგორც სომხური მხარე იტყობინება, 13 სექტემბერს, 00:05 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ინტენსიური სროლა დაიწყო სომხების პოზიციების მიმართულებით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა განაცხადა, რომ მტერმა ინტენსიური ბრძოლები განაახლა სასაზღვრო ხაზზეც.

მათივე ინფორმაციით, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს – მოსკოვი