აზარტული თამაშის რეკლამის გამო საპატრიარქომ ვებგვერდიდან არხის პირდაპირი ეთერი მოხსნა

საპატრიაქრომ ოფიციალური ვებგვერდიდან ტელევიზიის პირდაპირი ეთერი მოხსნა, რადგან აზარტული თამაშების რეკლამა გავიდა. საპატრიარქოს განცხადებით, აზარტული თამაშების რეკლამა ვებგვერდზე იმიტომ გაჩნდა, რომ მათ პირდაპირი ეთერის წვდომდა პლატფორმა MYVIDEO-დან მიეწოდებოდათ.

“მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში გაეშვა საპატრიარქოს განახლებული ვებგვერდი, რომლის ახალი ფუნქციაა ე.წ. “ლაივ-სთრიმი” (პირდაპირი ეთერი). აღნიშნული ლაივი (საპატრიარქოს ტელევიზიის) დროებით აღებულია ვიდეოპორტალ “მაივიდეოდან”, რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროს გამოჩნდა აზარტული თამაშების რეკლამა. აღნიშნულმა ფაქტმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. როგორც აღვნიშნეთ, ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდება უშუალოდ საპატრიარქოს გვერდისთვის განკუთვნილი და მორგებული სთრიმი, ამ დროისათვის სწორედ ამ მიზეზით პირდაპირი ეთერი გათიშულია,”- წერს საპატრიარქო

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი-გიორგი სააკაძე გუბერნატორი იყო ჩემსავით…