მიხეილ სააკაშვილი-გიორგი სააკაძე გუბერნატორი იყო ჩემსავით…

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ წელს მისი საქართველოში ჩამოსვლის ბედი წყდება, რის გამოც რამდენიმე სამუშაო შემოთავაზებაზე უარი თქვა. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ გიორგი სააკაძეც მასსავით გუბერნატორი იყო.

„აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო თუ გარედან ვუყურო? რაც არ უნდა კარგად მოვეწყო აქ, რამდენი შემოთავაზება მქონდა ბოლო თვეებში თანამდებობების დაკავების და ა.შ. ყველაფერზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ ვიცი, წელს წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს. მე კარიერას ვერ გავაკეთებ სხვაგან. იცით, რომ ისტორიულად არა მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს, გოგო-ბიჭებს აგზავნიდნენ. გიორგი სააკაძე სადღაც გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში. ეს დამთავრდა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიაზარტული თამაშის რეკლამის გამო საპატრიარქომ ვებგვერდიდან არხის პირდაპირი ეთერი მოხსნა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს