ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია ერთი ადამიანი

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში უკრაინის საელჩოს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაშსს-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია