შსს-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია

შსს-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია შინაგან საქმეთა სამინისტროს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ქრისტიან მალანგა ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის მიზანი საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაცნობა იყო.

დელეგაციის წევრების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განხორცილებული რეფორმები წარმოადგენდა. ამ მიზნით, დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს – „112“ ეწვია.

კონგოელი სტუმრები შსს-ს აკადემიის სასწავლო პროცესს, ასევე, მომსახურების სააგენტოსა და მეხანძრე-მაშველების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სპეციალურად მათთვის რამდენიმე პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების საქმიანობას ასახავდა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა ვიზიტი საქართველოში ბრიტანული ორგანიზაცია „Enterprise and Parliament Dialogue International“-ის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიამაშველებმა 2 დღის წინ ზღვაში დაკარგული 28 წლის ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს