ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე – ავტობუსი ქვეითად მოსიარულე გოგოს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა – შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ქვეითის გარდა, დაშავდა ავტობუსის მგზავრი ქალიც. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მოხდა, აღნიშნულ ლოკაციაზე ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა. მომატებულია ასევე საცობები, რაც მოსახლეობისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა