ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში: ერთმანეთს მოტოციკლით მოძრავი პატრული და ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე, ერთმანეთს მოტოციკლით მოძრავი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, დაშავდა პოლიციელი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“ჩატარდეს ობიექტური და სწრაფი გამოძიება”- “ევროპელი დემოკრატების” განცხადება “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე