“ჩატარდეს ობიექტური და სწრაფი გამოძიება”- “ევროპელი დემოკრატების” განცხადება “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე

პარტია “ევროპელი დემოკრატები”  “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩატარდეს ობიექტური და სწრაფი გამოძიება და დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა დანაშაულში მონაწილე პირის მიმართ.

“ევროპელ დემოკრატებში” ფიქრობენ, რომ ეს ქვეყნისთვის პრინციპის საკითხია და ჟურნალისტები საკუთარი საქმიანობის შესრულების დროს დაცულები უნდა იყვნენ.

“პარტია “ევროპელი დემოკრატები” აკეთებენ ოფიციალურ განცხადებას და უსამძიმრებენ “ტვ პირველის” ჟურნალისტის ოჯახს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ეს ძალიან მძიმე ფაქტია, რაც კი მოხდა უახლოესი ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც მასმედიის წარმომადგენელი თავისი პროფესიონალური საქმიანობის შესრულების დროს, მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, რომელსაც მოჰყვა მისი სიკვდილი, ეს არის უმძიმესი ფაქტი.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩატარდეს ობიექტური და სწრაფი გამოძიება და დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პირის, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის და ჩვენი მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მასმედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ოპერატორები უნდა იყვნენ დაცულები მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს.

ის, ვინც ეს ჩაიდინა სამაგალითოდ დაისაჯოს იმიტომ, რომ მომავალში ასეთი ფაქტები არ განმეორდეს და ჩვენ ყველა, პოლიტიკოსი იქნება თუ უბრალო ოპერატორი იქნება, ის ადამიანები ვინც ჟურნალისტების წინაშე თავს ვიხრით მათი შრომის გამო, მათი წინა ხაზზე დგომის გამო, არ გვრცხვენოდეს ამ სახელმწიფოში ცხოვრება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ “ტვ პირველსა” და გარდაცვლილის ოჯახს “- აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში: ერთმანეთს მოტოციკლით მოძრავი პატრული და ავტომობილი შეეჯახა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,18 პროცენტს შეადგენს