ავტობუსებზე დამაგრდება სპეციალური სამაგრები, რომლითაც ველოსიპედების გადატანა იქნება შესაძლებელი

admin
ავტ.: admin ივნისი 17, 2020 11:33

ავტობუსებზე დამაგრდება სპეციალური სამაგრები, რომლითაც ველოსიპედების გადატანა იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ავტობუსებზე დამაგრდება სპეციალური სამაგრები, რომლითაც ველოსიპედების გადატანა იქნება შესაძლებელი. შესაბამისი დავალება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან მოადგილეს, მაია ბითაძეს მისცა.

„ზოგადად, ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება ქალაქში. ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები. ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, რომ ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც წინ, ან უკან უყენდება შესაბამისი სამაგრები. ადამიანი, ვინც არის ველოსიპედით, დაამაგრებს საკუთარ ველოსიპედს, აბრძანდება ავტოსბუსში და შეძლებს გადაადგილებას „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში. შესაბამისად, მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, მოიკვლიეთ ეს სამაგრები და ეტაპობრივად დავიწყოთ ავტობუსებზე დაყენება, რომ ადამიანებს ველოსიპედებით გადაადგილება ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უპრობლემოდ შეეძლოთ“, – – განაცხადა კახა კალაძემ.

admin
ავტ.: admin ივნისი 17, 2020 11:33

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics