ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეებში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს

Photo: Francois Gervais 18/05/21. TR, Kruger Wayagamack. Lancement de la clinique de vaccination mobile.

ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედანზე, ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეებში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ამასთან, ავტობუსებში, სადაც ლაბორატორიაა განთავსებული, ერთი ამცრელი ბრიგადაა მობილიზებული.

როგორც ექიმი ლევან თელია აცხადებს, ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერითა“ და „სინოვაკით“.

„პირველი დღიდან საკმაოდ მომატებულია მიმართვიანობა. სამივე ლოკაციაზე განთავსებულ მობილურ ამცრელ პუნქტში 300-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ, მოქალაქეებს საჭიროების შეთხვევაში გავუწიოთ პირველადი დახმარება. ყველანაირი აღჭურვილობა გვაქვს. ასევე გვაქვს მედიკამენტები, რაც შეიძლება, საჭირო გახდეს. რა თქმა უნდა, ყველა უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან თელიამ.

banner
წინა სტატიაშიანა ბიბილაშვილი – მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახსნას მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
შემდეგი სტატიახოშტარია ღარიბაშვილზე – ასეთი ნაბიჯებით EU-ს ვწყდებით და იკუპანტ რუსეთს ვუახლოვედბით