ავტოავარიაში 14 კანადელი ჰოკეისტი დაიღუპა

ავტოავარიაში 14 კანადელი ჰოკეისტი დაიღუპაკანადის ახალგაზრდული გუნდი ჰოკეიში “გუმბოლდტ ბრონკოსი” მატჩზე მიდიოდა, როცა მათი ავტობუსი სასკაჩევანის პროვინციაში ტისდეილამდე 30კმ-ის მოშორებით სატვირთოს შეეჯახა. პოლიციამ 14 ახალგაზრდის გარდაცვალება დაადასტურა, მათი ასაკი 16-დან 21 წლამდეა. გარდაიცვალა, ასევე, ავტობუსის მძღოლი. კიდევ 14 სპორტსმენი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კანადის პრეზიდენტმა ჯასტინ ტრუდომ ოჯახებს მიუსამძიმრა მომხდარის გამო. ამ მომენტისთვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიბესიკ ფარცვანიამ 160 ბენეფიციარს საჩუქრები გადასცა
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს