ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2019 11:15

ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული გირაო გადაიხადა.

არსებული ინფორმაციით, ავთანდილ წერეთლის გირაოს საფასური მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2019 11:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics