ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ აშშ-ში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – ამის შესახებ „ფეისბუქში“ მის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

ამასთან, სოციალურ ქსელში აღნიშნულია, რომ საქმე რამდენიმე კვირაში გადაიხედება

ქართველი სპორტსმენები საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

ხურციძისა და მაყაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ დაკავება გაუგებრობას უკავშირდება და ქართველი სპორტსმენები ციხეს მალე დატოვებენ.

ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა. 8 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ქართველი მოკრივე ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრძოლა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონის ახალგაზრდობას სეპარატისული ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერს უქმნის
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა