- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
გალის რაიონის ახალგაზრდობას სეპარატისული ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერს უქმნის
მნიშვნელოვანი
- გალის რაიონის ახალგაზრდობას სეპარატისული ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერს უქმნის
სხვა სტატიები
როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, გალის რაიონის ახალგაზრდობას სეპარატისული ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერს უქმნის დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოსახვედრად. აქცენტი კეთდება სტუდენტებზე, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში სწავლობენ და აბიტურიენტებზე, რომლებსაც სწავლის გაგრძელება ენგურს გამოღმა სურთ.
კერძოდ, მათ გამიზნულად არ უგრძელებენ ე.წ. ფორმა №9-ის ვადას და, შესაბამისად, ისინი ვერ ტოვებენ აფხაზეთის ტერიტორიას.
ფორმა №9 არის აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დროებითი პასპორტი (ვადის გაგრძელება ყოველთვიურად ხდება), რომლის მეშვეობით ხორციელდება გალის რაიონის მოსახლეობის გადაადგილება ენგურის ხიდზე. „თაიმერს“ ამის შესახებ აცნობა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრმა შ.ძ., რომლის ოჯახის წევრი ვერ ჩამოდის თბილისში კურსის დასახური გამოცდების ჩასაბარებლად.
„ორშაბათს დაბრუნდა გალში, რათა ფორმა №9 გაეგრძელებინა, მაგრამ უარი უთხრეს და ვერ ჩადის თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად“, – აღნიშნა მან.