ავსტრალიაში კენგურუმ სასტიკად ცემა ასაკოვანი წყვილი

ავსტრალიელი ლინდა და ჯიმ სმიტები საავადმყოფოში მოხვდნენ მძიმე ტრავმებით, რომელიც მათ კენგურის თავდასხმის შედეგად მიიღეს. წყვილი მრავალი წელია გარეულ ცხოველებს ეხმარება. მოულოდნელად, თითქმის ორმეტრიანი მამრი კენგურუ ჯიმის თავს დაესხა. მეუღლეებს კენგურუს მოგერიებაში შვილი და მეტყევე დაეხმარნენ – “ბიბისი” წერს.
ლინდამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ სახლს ყოველ საღამოს დაახლოებით 30 კენგურუ სტუმრობს, სმიტები მათ მარცვლებითა და თივით კვებავენ.
სტივენ ჯონსი, ქვინსლენდის სასწრაფო დახმარების ბრიგადის დირექტორი ამბობს, რომ მუშაობის 30 წლის მანძილზე ერთხელაც არ უნახავს მსგავსი სისტიკი თავდასხმა. ლინდამ თქვა, რომ კენგურუ, რომელიც თავს დაესხათ, 15 წლის წინ თვითონ გაზარდეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: მინდა მივმართო სვანებს ძმანნო და დანნო ნუ გახდებით ვიტიას მონები
შემდეგი სტატიაგერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი საუდის არაბეთისგან ჟურნალისტის გაქრობაზე ახსნა-განმარტებას ელოდებიან