ავსტრალია რუსეთს სანქციებს უწესებს

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, მთავრობამ ახალი ზომები „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის“ საპასუხოდ მიიღო. მისი თქმით, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს სამოგზაურო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღდეგ. სკოტ მორისონმა განმარტა, რომ კანბერა ასევე დააწესებს “მკაცრ” ეკონომიკურ სანქციებს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა.

ავსტრალია სანქციებს რამდენიმე რუსულ ბანკსაც დაუწესებს.

”უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განსახორციელებლად მზადყოფნის პიკშია და ეს სავარაუდოდ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოხდება“, – აღნიშნა მორისონმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატია“დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე, დაარტყით მას ძლიერად” – კულება