ავლაბრის სასახლე თამარ ჭოველიძის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა

9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება განრისხებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც არკადი ჭოველიძემ განაცხადა, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

„როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა… ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დაგვიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენეს, რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა,“ – ამბობს ჭოველიძის მამა.

banner
წინა სტატიაში,,როგორც აღდგომა მოჰყვება ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას, ასევე რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა 9 აპრილის ტრაგედიას”
შემდეგი სტატიალაშა ჟვანია ტექნიკურ შეცდომას უწოდებს ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს