აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,290 პროცენტით, მაქსიმალური 7.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7,378 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.000% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” საარჩევნო სიებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს
შემდეგი სტატიარუსეთის დუმაში აფეთქება მოხდა- დაშავებულია ერთი ადამიანი