აუდიტის სამსახური – ბათუმში გარე განათების ტენდერები შესაძლოა, ერთ პრეტენდენტზე იყოს მორგებული

ბათუმში გარე განათების მოწყობისა და მომსახურების ტენდერები შესაძლოა, ერთ პრეტენდენტზე იყოს მორგებული, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია .

აუდიტის მონაცემებით, ბათუმში 2017 წელს შესყიდვები უკონკურენტო გარემოში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულად შპს „აჭარგანათება“ დასახელდა.აუდიტის სამსახურში ვარაუდობენ, რომ სატენდერო პირობები ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისთვის გარკვეულ ბარიერს ქმნის.

მაგალითად, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოთა შესრულების მოთხოვნილი გამოცდილებისა და შესყიდვის ღირებულების თანაფარდობა არ შეესაბამება მუნიციპალიტეტში დამკვიდრებულ პრაქტიკას.

სხვა პრეტენდენტებისთვის შესაძლო დამაბრკოლებელ გარემოებად ისიც სახელდება, რომ მუნიციპალიტეტის გარე განათების მართვის სისტემა შპს „აჭარგანათების“ კუთვნილ ფართშია განთავსებული.

banner
წინა სტატიაშინობელის პრემიაზე შვედი სკოლის მოსწავლე წარადგინეს
შემდეგი სტატია9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმე – იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა