9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმე – იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:36

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმე – იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ნებიერიძემ მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა მოგვიანებით გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს.

დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის ექსპერტები და ცეკვის მასწავლებელი, სადაც გოგონა დადიოდა.

„მას ჰქონდა ზოგადი სისუსტე, საჭმელს ვერ ჭამს და უძილობა და ა.შ. ექიმმა დასკვნა დადო, რომ რაიმე ავადმყოფობა არ აღენიშნება, მაგრამ შეიძლება ადამიანი ზოგჯერ არ იყოს ავად, მაგრამ არ შეეძლოს სადმე გამოცხადება. გაჭიანურების მიზანი მას არ აქვს, სურვილი ჰქონდა, რომ გამოცხადებულიყო და შემდეგ სხდომაზე, ალბათ, გამოცხადდება,“ – განაცხადა ადვოკატმა, მარიამ პაპაშვილმა.

საქმის პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, ნებიერიძის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა სასამართლომ არა საპატიოდ მიიჩნია. მისი თქმით, ექიმების შემოწმების შემდეგ, იაგო ნებიერიძეს ჯანმრთელობის პრობლემა არ აღმოაჩნდა.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საპატიო მიზეზით ბრალდებული წარმოდგენილი. არა საპატიოდ ჩაუთვალა აღნიშნული გამოცხადება და ჩვენ გავაგრძელეთ პროცესის მსვლელობა. ბრალდების მხარის მიერ, წარმოდგენილი იყო შვიდი მოწმე, მათ შორის იყვნენ ექსპერტები, გამომძიებელი, ბავშვის მასწავლებელი და აღნიშნულმა პირებმა მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი იყო და რა მოქმედებებშიც მიიღეს მონაწილეობა,“ – განაცხადა მარიამ პაპაშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:36

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics