“აუდიოჩანაწერს „ქართული ოცნება“ მარტივი მიზეზის გამო აქვეყნებს, ისინი ჩემზე ცუდები არიან, ხმა მე მომეცითო”

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

ნებისმიერი რევოლუციური სცენარი, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ,- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნეგატივით ხმები მოიპოვოს.

„ორპოლუსიანი პოლიტიკა საქართველოში ჩაბარდა წარსულს. სანამ გამოძიება არ იტყვის კონკრეტულ სიტყვას, ნებისმიერი შეფასება საუბრის შინაარსთან დაკავშირებით მიმაჩნია სპეკულაციად და ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოქვეყნებულია სპეკულაციისთვის და ხაზს ვუსვამ ,ამ ჩანაწერს აქვეყნებს „ქართული ოცნება“ მარტივი მიზეზის გამო – ჩემზე ცუდები არიან ისინი, ხმა მომეცით მე, თუ არ გინდათ რომ საფრთხე დაემუქროს ქვეყანას. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, აგერ ვართ ხალხი, რომელიც არც რევოლუციას ვგეგმავთ, არც არავისთან შურისძიებას ვგეგმავთ, ვგეგმავთ ქვეყნის ფეხზე დაყენებას და გვყავს მაგარი გუნდი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია აუდიოჩანაწერზე: ბუნებრივია, კანონის ფარგლებში გაეცემათ მათ პაუხი